გორში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, წმინდაწყლის
დასახლებაში მოხდა.
დაშავებული მამაკაცი „გორმედის“ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც
კლინიკის დირექტორმა „ქართლის ამბებს“ უთხრა, პაციენტის მდგომარეობა
მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
დაპირისპირება მეხუთე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „ქართლის
ამბები“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახურში ცდილობს.
სტატიის გამოყენების პირობები