გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
მერს ამ დრომდე ჰყავს მოადგილე თამაზ შიოშვილი, ასევე ვაკანტური რჩება
პირველი მოადგილის თანამდებობა.
მერიამ ასევე მოითხოვა დამატებითი საშტატო ერთეულის შექმნა
შესყიდვების სამსახურში — მე-4 რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი
სპეციალისტის თანამდებობა. ამით მერიის თანამშრომელთა რაოდენობა
267-დან 269-მდე გაიზარდა.
საკრებულოში, სადაც უმრავლესობა „ქართული ოცნების“
წარმომადგენლებისგან შედგება, მერის ინიციატივაზე იმსჯელეს და
დაადგინეს:
,,პრაქტიკული დაკვირვებისა და შედეგების ანალიზის საფუძველზე,
სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისთვის
მიზანშეწონილია გარკვეული ცვლილებების განხორციელება გორის მერიის
საშტატო ნუსხაში.'' - აღნიშნეს ,,ქართული ოცნების'' წევრებმა.
სტატიის გამოყენების პირობები