ახალი ამბები
მზოვრეთის ციხე - მონასტერი 5 თვის განმავლობაში ვიზიტორებისთვის დაიკეტება
მზოვრეთის ციხე-მონასტერი 5 თვის განმავლობაში დაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაცია მონასტრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.

მზოვრეთის ციხის მშენებლობის ისტორია მეფე მირდატს უკავშირდება. პლატონ იოსელიანის ცნობით, მირდატმა ციხე-ქალაქი 113 წელს ააშენა.
მურვან-ყრუს შემოსევის შემდეგ განადგურებული ხეობა გიორგი VIII-მ ზაზა ფანასკერტელს (ციციშვილს) გადასცა. ზაზა ფანასკერტელმა ხეობაში დაახლოებით 50 მონასტერი ააშენა და მზოვრეთიც აღადგინა.

ვახუშტის ცნობით, „მძორეთში არს სასახლე ციციანთა“. ფანასკერტელის ხსოვნის საპატივსაცემოდ „ზაზაობა“ კომუნიტების დროსაც იმართებოდა და ხეობის მცხოვრებთათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები