ატენის, ბოშურისა და მღებრიანის მოსახლეობისთვის გამოცხადებული
საგრანტო კონკურსი 30 ნოემბრამდე გრძელდება.
ორგანიზაცია People in Need Georgia-ს ინფორმაციით, ტანისა და თეძმის
დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მცხოვრები სულ მცირე 48 ადამიანი
მიიღებს დაფინანსებას.
გრანტის მოცულობა 2,000-დან 6,000 ლარამდეა და თანხის გამოყენება
სოფლის მეურნეობის, ტურიზმის ან მეწარმეობის განვითარებისთვისაა
შესაძლებელი.
კონკურსის პირობები მაქსიმალურად მორგებულია ადგილობრივი მოსახლეობის
საჭიროებებზე და არ მოიცავს რთულ მოთხოვნებს.
გამარჯვებულების გამოვლენაც მარტივი მეთოდით, თავად ადგილობრივთა
ჩართულობითა და შეფასებით ხდება.
People in Need Georgia-ს განმარტებით, დაფინანსების მიღების მთავარ
კრიტერიუმად კვლავ რჩება გარემოს გაფრთხილება - წარდგენილი იდეა არ
უნდა აზიანებდეს ლანდშაფტს და ბუნებისთვის სრულიად უსაფრთხო უნდა
იყოს.
პროექტის წარდგენა შესაძლებელია:
• ატენისა და ბოშურის ადმინისტრაციულ შენობებში
• ელექტრონულ ფოსტაზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
• ქალაქ გორში, სტალინის გამზ. #22 / 1-ში მდებარე People in Need
Georgia-ს ოფისში
დაინტერესებულ პირებს დეტალების დასაზუსტებლად ნებისმიერ დროს
შეუძლიათ დაუკავშირდნენ პროექტის გუნდს ნომერზე: 599 61 30 64.
კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის
დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული
განვითარება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება PIN Georgia-ს მიერ,
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CZDA) მხარდაჭერით.
სტატიის გამოყენების პირობები