ახალი ამბები
ხაშურში მიკროავტობუსის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ხაშურში მიკრიავტობუსის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 2006 წელს დაბადებული მამაკაცი.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ქალაქ ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ მიკროავტობუსს და ადგილიდან მიიმალა."

,,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - აღნიშნულია შსს - ს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები