ახალი ამბები
,,ოცნების" წევრების ვარაუდით, გორში 2 მლნ ლარის ღირებულების მიწები და შენობები გაიყიდება
გორში, ,,ქარული ოცნების" წევრები ვარაუდობენ, რომ 2026 წელს, 2 მლნ ლარის ღირებულების მიწები და შენობები გაიყიდება.

ამის გამო, გორის მერს კონსტანტინე ბუზალაძეს ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა და შემოსავლის მუხლში მონაცემების გაზრდა სთხოვეს.

მერის გათვლებით, მომდევნო წელს შესაძლებელია, მხოლოდ, 400 000 ლარის ღირებულების ქონების გაყიდვა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე მის გათვლებს არ ეთანხმება.

ნადირაძის განმარტებით, 4-5 წლიანი მუშაობის პრაქტიკა და ანალიზი აჩვენებს, რომ გორში უფრო მეტი ღირებულების მიწები გაიყიდება, ვიდრე დაგეგმილია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები