გორის ერთ-ერთ სოფელში სოციალურმა მუშაკმა აღმოაჩინა, რომ მარტოხელა
შშმ პირი არასათანადო პირობებში იმყოფებოდა და ფაქტი პოლიციას
შეატყობინა. გამოძიება დაიწყო და ნათესავი დააკავეს, რომელიც
დაზარალებულის მხარდამჭერად იყო დანიშნული.
სოციალური მუშაკის ცნობით, დაზარალებული შიშველი იწვა ფეკალიებით
დასვრილ საწოლზე, ოთახში საშინელი სუნი იყო, იატაკი შარდით სველი,
ღუმელი არ ენთო და საკვების ნარჩენებიც ეყარა.
გამოძიებამ ეს ქმედება შეაფასა სსკ-ის 111, 144³-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის
არაადამიანურ პირობებში ჩაყენებად, რაც ითვალისწნებს 5-დან 10 წლამდე
პატიმრობას.
ადვოკატის პოზიციით, სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა. მისი
თქმით, მსჯავრდებული მხარდამჭერად იყო დანიშნული და არა მზრუნველად,
ამიტომ მოვლა-პატრონობის ვალდებულება მას არ ეკისრებოდა. ასევე,
ადვოკატი ამბობს, რომ დაზარალებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო
გაურკვეველია, შეეძლო თუ არა ტანჯვის განცდა.
უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით,
ძალაში დარჩა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება,
დაკავებული ბრალდებულად იქნა ცნობილი და 6 წლით პატიმრობა მიესაჯა.
სტატიის გამოყენების პირობები