ახალი ამბები
,,ამილახვრების სასახლის ეზოში იდგა" - ლარნაკის ტიპის შადრევნის ისტორია, რომლის გადატანას მერია აპირებს
შიდა ქართლის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, ნუგზარ მაჭავარიანის ინფორმაციით, ლარნაკის ტიპის შადრევანი, რომლის გადატანას „ქართული ოცნება“ ითხოვს, თავდაპირველად ამილახვრების სასახლეში იყო განთავსებული.

ამავე ინფორმაციას ადასტურებს გორის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გივი ხუროშვილი, რომლის თქმითაც, ისტორიული შადრევანი 1990-იან წლებში ბარათაშვილის ძეგლის სკვერში სწორედ ამილახვრების სასახლიდან გადაიტანეს.

გორში ამილახვრების სასახლე სკვერთან ახლოს, სამეფო ქუჩაზე მდებარეობდა. ამჟამად ამ შენობაში ბანკი მოქმედებს, ხოლო კომუნისტების პერიოდში ის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლედ გამოიყენებოდა.

შეგახსენებთ, გორის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებებს, რომლებიც 2026 წლის ბიუჯეტში უნდა აისახოს. ცვლილებების მიხედვით, მოთხოვნილია თანხა, რომელიც მოხმარდება ლარნაკის ტიპის შადრევნის გადატანას სხვა ლოკაციაზე, რადგან ის „უცხო ელემენტად“ მიიჩნევა ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლისთვის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები