ახალი ამბები
მზია ამაღლობელის ფოტო ხაშურის მერიის შენობაში
ხაშურის მერიის საბიბლიოთეკო გაერთიანების სააქტო დარბაზის თაროზე მთავარი ადგილი უკავია ჟურნალ „ქართული მწერლობის“ იმ ნომერს, რომლის გარეკანზეც მზია ამაღლობელის ფოტო არის დაბეჭდილი.

სააქტო დარბაზი მერიის შენობაში მდებარეობს. გუშინ აქ გამართულ შეხვედრას ხაშურის მერი ესწრებოდა.

ღონისძიების ამსახველი ფოტორეპორტაჟიდან გახდა ცნობილი, რომ დარბაზში გამორჩეულადაა განთავსებული „ქართული მწერლობის“ ის გამოცემა, რომლის გარეკანზე მზია ამაღლობელი ჩანს.

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის უკანონო პატიმრობაშია თითქმის 11 თვე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები