ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღების 115-მა თანამშრომელმა ორ სამსახურში მუშაობის უფლება მოითხოვა
გორის საბავშვო ბაღების 115-მა თანამშრომელმა ორ სამსახურში მუშაობის უფლება მოითხოვა. ერთი განცხადების გარდა, ყველა დაკმაყოფილდა.

ბაღების თანამშრომლებმა განცხადებით, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, გიორგი შათირიშვილს მიმართეს. შათირიშვილის ინფორმაციით, მეორე სამსახურის შეთავსებაზე თანხმობის წერილი 114 თანამშრომელზე გაიცა, ხოლო 1 თანამშრომელი უარით გაისტუმრეს. უარის მიზეზი ,,ქართლის ამბებისთვის'' ამ ეტაპზე უცნობია.

შათირიშვილი ამ საკითხზე დეკემბერში საკრებულოს სხდომაზე ისაუბრებს, როდესაც მისი 1-წლიანი მუშაობის შედეგები განიხილება. განხილვამდე ანგარიში საკრებულოს წევრებს წერილობით გაუგზავნა.

ცნობისათვის, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვით, საჯარო სამსახურში მომუშავე პირებს სხვა ანაზღაურებად საქმიანობაზე შეზღუდვები დაუწესდათ. კერძოდ, მათ კერძო სექტორში მუშაობა შეუძლიათ მხოლოდ ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით.

კანონის მიღებამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არაა ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება“. - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად
Print

სტატიის გამოყენების პირობები