ახალი ამბები
გორის მერიის ინიციატივა - ტყვიავისა და ტირძნისის შორის არსებულ გზას ,,მშვიდობის ქუჩა" ეწოდოს
გორის მერი ითხოვს, რომ ტყვიავიდან ტირძნისამდე გზის მონაკვეთს „მშვიდობის ქუჩა“ ეწოდოს.

ინიატივას საკრებულო ახალი წლისამდე განიხილავს.

ცვლილება შეეხება ტყვიავის მე-18 ქუჩას, რომელიც იწყება ტყვიავის ცენტრიდან და გრძელდება ტირძნისის შესასვლელამდე — მდინარე ლიახვის ხიდამდე.

გორის მერი დამატებით ითხოვს ასევე ტყვიავის 1-ელი ქუჩის სახელის შეცვლასაც. კერძოდ, ქიწნისიდან ტყვიავის ცენტრამდე გზის მონაკვეთს, სადაც რუსეთთან ომში დაღუპული მებრძოლების მემორიალია, „გმირების ქუჩა“ დაერქვას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები