ქალაქ ხაშურში "ელიტ-ელექტრონიქსი"-ს მღაზიიდან 10 ლეპტოპი მოიპარეს.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე დაკავებულები არიან 24 წლის ახალგაზრდები.
,,ხაშურის შს სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით
ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს 2002 წელს
დაბადებული მ.პ. და წარსულში ნასამართლევი, ასევე 2002 წელს
დაბადებული მ.ა."
,,საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა მალევე
დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა და ბრალდებულების სახით
დააკავეს.
პოლიციამ მათ საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე სათავსოებში
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,
ნაქურდალი ლეპტოპები ნივთმტკიცების სახით სრულად ამოიღო. " -
აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2,
მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიის გამოყენების პირობები