ახალი ამბები
გორში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უკანონო მშენებლობის ფაქტები გამოავლინეს
ქალაქ გორში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სამშენებლო-სანებართვო პირობების დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, ერთ შემთხვევაში დარღვევა დაფიქსირდა გელა თუთარაშვილის ქუჩაზე, სადაც საოფისე დანიშნულების ობიექტის მშენებლობისას სანებართვო პირობები დაირღვა. ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარეობს, რის გამოც მენაშენეებს 4000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.

მეორე შემთხვევა დაფიქსირდა სამეფოს ქუჩის მიმდებარედ, ძველი ხიდის ტერიტორიაზე. აქაც კომერციული დანიშნულების ობიექტის მშენებლობისას სანებართვო პირობები დაირღვა. აღნიშნული ტერიტორია ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაშია, რის გამოც მენაშენე 4000 ლარით დაჯარიმდა.

საერთო ჯამში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოვლენილი ორი დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა 8000 ლარს შეადგენს.

როდის და რა პირობებით გაიცა მშენებლობის ნებართვები კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ზედამხედველობის სამსახური არ აკონკრეტებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები