ახალი ამბები
გორის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა ილია რაზმაძემ თანამდებობა დატოვა
გორის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა ილია რაზმაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ინსპექციის ხელმძღვანელად გიორგი დავითიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე ილია რაზმაძის მოადგილე იყო.

რატომ დატოვა თანამდებობა რაზმაძემ, უცნობია. ის დაარსებიდან, თითქმის 5 წლის განმავლობაში, მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები