ახალი ამბები
გორში ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე მანქანის დგომა-გაჩერებისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის.

გორსა და კიდევ 10 ქალაქში ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერებისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება.

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ეს ნორმა იმოქმედებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში და საქართველოს კურორტებზე. ხოლო საქართველოს დანარჩენ ქალაქებში ისევ 10 ლარი იქნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები