ახალი ამბები
უვადო პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელსაც სიმამრის მკვლელობასა და სიდედრის გაუპატიურებაში ედება ბრალი
უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ბრალდებულს, რომელსაც უსინათლო სიმამრის მკვლელობასა და ასევე შშმ პირის [სიდედრის] გაუპატიურებაში ედება ბრალი.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გორის სასამართლომ ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

,, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18 ივნისს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლის მამას, განსაკუთრებული სისასტიკით დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

,, ასევე ბრალდებულმა მეუღლის დედის მიმართ იძალადა, შემდეგ კი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გააუპატიურა იგი.

,,ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ოჯახის წევრის მიმართ) და 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) წარედგინა." წერია პროკურატურის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები