ახალი ამბები
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით რეგიონებიდან უფასო ტრანსპორტი დაინიშნება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს, რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის დაინიშნება უფასო ტრანსპორტი.

გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა“.

დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები