კათოლიკოს-პატრიარქს 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია
II-ს კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა
ცნობილი.
სასულიერო პირების განმარტებით, ეს პატრიარქის სურვილი იყო.
კათოლიკოს-პატრიარქი,ილია II გუშინ 17 მარტს გარდაიცვალა. ქვეყანაში
გლოვაა გამოცხადებული.
სიონის საკატედრო ტაძარში დაკრძალულნი არიან შემდეგი პატრიარქები:
კირიონ II, ლეონიდე, აბროსი ხელაია, ქრისტეფორე, კალისტრატე,
მელქისედექ III, ეფრემ II და დავით V.
სტატიის გამოყენების პირობები