ახალი ამბები
ტანის ხეობაში 9 ხე უკანონოდ მოჭრეს - ბრალდებული 5800 ლარით დააჯარიმეს
5800 ლარით დააჯარიმეს პირი, რომელსაც ტანის დაცულ ტერიტორიაზე წიწვოვანი ხეების უკანონო მოჭრაში ედება ბრალი.

პროკურორ ბარბარა ჩხეიძეის განცხადებით, ორმა პირმა — ი. ბ–ემ და გ. დ–მა გაჩეხეს 9 წიწვოვანი ხე, რამაც დაახლოებით 1905 ლარის ზიანი გამოიწვია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ი. ბ–ე გამართლდა, ხოლო გ. დ–ს ჯარიმა დაეკისრა.

პროკურორი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა დაცულ ტერიტორიაზე 9 ხის მოჭრას და მათ დამუშავებას.

როგორც სხდომაზე რეინჯერებმა განაცხადეს, ჭრის პროცესი ერთ-ერთმა მათგანმა შენიშნა, ხოლო „ზილის“ მარკის ავტომანქანა ფოტოხაფანგმა დააფიქსირა.

მოწმეების თქმით, სანამ პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდოდა, ბრაკონიერებმა ტერიტორია დატოვეს. მოგვიანებით სამართალდამცველებმა ბრალდებულებს საცხოვრებელ ადგილზე მიაკითხეს. მათი განცხადებით, ერთ-ერთმა მათგანმა „ზილის“ მარკის მანქანა გადაღება, რათა ის ფოტოხაფანგში დაფიქსირებული მანქანისგან განსხვავებულად გამოჩენილიყო
Print

სტატიის გამოყენების პირობები