15 000 ლარით დააჯარიმეს კურსანტი, რომელიც ნატოს ბაზაზე სამხედრო
მომზადებას თურქეთში გადიოდა.
გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო, რომელიც
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2026 წლის მარტში ძალაში
დატოვა.
კურსანტი სარჩელში მიუთითებს, რომ დაკისრებული ჯარიმა უსამართლოდ არის
გაზრდილი, თუმცა ამავდროულად აღიარებს, რომ სამხედრო სამსახური
საკუთარი ნებით დატოვა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სამხედრო პირმა სამსახური მას შემდეგ
დატოვა, რაც მას საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით
თურქეთში მივლინება გაუუქმდა. კურსანტი ნატოს ბაზაზე წვრთნებს
2017–2020 წლებში გადიოდა, ხოლო მოგვიანებით კონტრაქტი კიდევ 4 წლით —
2020 წლიდან გაუხანგრძლივდა.
2021 წლის სექტემბერში თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მივლინება
გაუქმდა, რის შემდეგაც კურსანტმა პატაკით სამხედრო სამსახურიდან
გათავისუფლება მოითხოვა. რატომ მოითხოვა მინისტრმა მივლინების
გაუქმება, უცნობია.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სავალდებულო
საკონტრაქტო სამსახურის საკუთარი ნებით დატოვება ფინანსურ
პასუხისმგებლობას — ჯარიმას ითვალისწინებს. უწყება კურსანტისგან 28
000 ლარის გადახდას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს ოდენობა
არათანაზომიერად მიიჩნია და ჯარიმა 15 000 ლარამდე შეამცირა.
სხვა დეტალები საქმეზე უცნობია.
სტატიის გამოყენების პირობები