სახელმწიფო აუდიტის ჯგუფმა ეჭვი გამოთქვა, რამდენად შესაძლებელია
თანამშრომლების სრულფასოვანი მუშაობა იმ ფართებში, სადაც ისინი
ოფიციალურად არიან განთავსებული.
მაგალითად, აუდიტის ცნობით:
კასპის მერიის კულტურისა და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების 39
თანამშრომელი 82 კვ.მ ფართში მუშაობს.
„ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებაში“ 23 თანამშრომელი 70
კვ.მ ოფისშია განთავსებული.
„სპორტის დაწესებულებების გაერთიანებაში“ 16 თანამშრომელი მუშაობს 30
კვ.მ ფართში, სადაც მხოლოდ 9 სამუშაო მაგიდაა.
ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე
პირი ერთდროულად ორ სხვადასხვა ა(ა)იპ-ში მუშაობდა.
მაგალითად, ერთმა პირმა ერთდროულად შეასრულა იურისტის ფუნქციები
კულტურისა და სპორტის ა(ა)იპ-ებში, ხოლო სხვა თანამშრომლები
სხვადასხვა ორგანიზაციებში მძღოლის, ინჟინრის, ტექნიკური მუშაკის ან
დეზინფექტორის პოზიციებზე იყვნენ დასაქმებული.
წერია დასკვნაში, რომელიც 2026 წლის 6 მარტს გამოქვეყნდა.
სტატიის გამოყენების პირობები