ახალი ამბები
კომპანია ,,ულევი ქარი" ითხოვს ქარის ტურბინის დადგმას
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში კომპანია ,,ულევი ქარი" ითხოვს ქარის ტურბინის დადგმას იმ ტერიტორიაზე, სადაც ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურია".

კომპანიამ შესაბამისი ნებართვის მისაღებად გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა.

,ულევი ქარის" მოთხოვნის მიხედვით, ახალი ტურბინის სიმძლავრე იქნება: 6.25 მეგავატი. სიმაღლე: დაახლოებით 190 მეტრი, ფრთების დიამეტრი: 171 მეტრი

,,ტურბინა ელექტროენერგიას გამოიმუშავებს ქარისგან და მიწისქვეშა კაბელით დაუკავშირდება სხვა ქარის პროექტს — უახლესი ქარის ქვესადგურს. იქიდან კი ენერგია რუისის 33/220 კვ ქვესადგურში გადავა." - აღნიშნულია განაცხადში.

„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ არის საქართველოში აგებული პირველი ქარის ელექტროსადგური და პირველი კომერციული ქარის ელექტროსადგური, რომელიც სამხრეთ კავკასიაში აშენდა.

მისი აგება შესაძლებელი გახდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, ორგანიზაციის „ფონდი მწვანე ზრდისათვის“ საშუალებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები