ახალი ამბები
კარალეთის თემში, ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს
გორში არალეგალური ობიექტების ჩამონათვალს კიდევ ერთი საწარმო შეემატა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლებმა კარალეთის თემში, ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

,,ფიზიკური პირი ვ. მ. (მის: გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი) კუსტარულად მოწყობილ შესაბოლ ობიექტზე, ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ხორცპროდუქტებს; გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. " - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

ამ თემში 2025 წლის შემოდგომიდან დღემდე არაერთი ე.წ. ფრინველთა სასაკლაო, არალეგალური ფერმები და თევზსაშენები გამოვლინდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები