სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს კასპის
მუნიციპალიტეტის 8 სოფლიდან სასმელი წყლის სინჯები აიღეს.
შედეგებმა აჩვენა, რომ:
რვიდან ორ სოფელში წყალი ქიმიურადაა დაბინძურებული — დაფიქსირდა
ნიტრატების მაღალი შემცველობა;
დანარჩენ სოფლებში კი წყალში აღმოჩნდა კოლიფორმები (ფეკალური
დაბინძურების მაჩვენებელი);
რიგ შემთხვევებში გამოვლინდა სხვა მიკრობიოლოგიური ბაქტერიებიც (ყველა
ტიპის ბაქტერია — როგორც ფეკალური მასები (ადამიანის ან ცხოველის), ან
დაუმუშავებელი კანალიზაცია ან სასოფლო ნარჩენები).
სინჯების დეტალური შედეგები:
სოფ. დოესი – საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოს ონკანი
დაფიქსირდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება (კოლიფორმები)
სოფ. გრაკალი – საბავშვო ბაღთან არსებული საერთო მოხმარების
ონკანი
კოლიფორმების მაღალი მაჩვენებელი
სოფ. თელიანი – იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება
მიკრობიოლოგიური დაბინძურება (კოლიფორმები)
სოფ. ზემო ხანდაკი
კოლიფორმები დაფიქსირდა
სოფ. თეძმისხევი
კოლიფორმები დაფიქსირდა
სოფ. კოდისწყარო – კერძო პირის წყლის წერტილი
ნიტრატები ნორმაზე მაღალი (ქიმიური დაბინძურება)
სოფ. სარიბარი – კერძო პირის წყლის წერტილი
ნიტრატები ნორმაზე მაღალი, დამატებით დაფიქსირდა კოლიფორმებიც —
კომბინირებული დაბინძურება (ქიმიური + მიკრობიოლოგიური)
სოფ. ქვემოჭალა – საერთო მოხმარების ონკანი
კოლიფორმები დაფიქსირდა
ანგარიშის მიხედვით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა წყლის
მიღების შეზღუდვა და შესაბამისი ზომების გატარება.
სტატიის გამოყენების პირობები