ახალი ამბები
გაჩეხილი ნაძვების გვერდით სკვერს აკეთებენ
655 000 ლარი დაიხარჯება იმ სკვერისთვის, რომელიც ბამბეულის ყოფილი კომბინატის შესასვლელში მოეწყობა.

დაახლოებით ერთი თვის წინ კი ახალი კორპუსის ასაშენებლად, საპროექტო ადგილის გვერდით, ნაძვები გაჩეხეს.

მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აანონსებდნენ, რომ ნაძვების ტერიტორიაზე ახალი სკვერი გაკეთდებოდა, თუმცა ნაძვების ნაცვლად კომბინატის დასახლებაში მოსახლეობა ახალ კორპუსს მიიღებს.

ანწუხელიძის ქუჩა, ამ დრომდე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, სხვა უბნებთან შედარებით, ყველაზე სუფთა ჰაერით გამოირჩევა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები