ახალი ამბები
აზღვარგარეთ დროებით წასული წვევამდელი ვალდებული იქნება ჯარში გაწვევის შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს
რადიო თავისუფლების ცნობით, პარლამენტში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვით:

,,საზღვარგარეთ დროებით წასული წვევამდელი ვალდებული იქნება ჯარში გაწვევის შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს და გაწვევის კომისიაში გამოცხადდეს. ამას გარდა, ჩაბარებულად ჩაითვლება უწყება, რომელიც გაწვევაზე პასუხისმგებელი ორგანოს საიტზე გამოქვეყნდება.",- აღნიშნულია მასალაში.

გამოცემის ცნობით, ამ შინაარსის კანონპროექტი პარლამენტში დღეს, 6 აპრილს პირველი მოსმენით, თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები