ძამის ხეობის სოფელ ზღუდერში სოფლის პროგრამით სტადიონს რეაბილიტაცია
ჩაუტარდა, კომპანია ,,ბულ ბილდერს" 31 104.41 ლარი გადაურიცხეს.
ქარელის მერიას შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ მოსწონს.
ინსპექტირების აქტების მიხედვით, შემოღობვის ბოძებს შორის არ იყო
დაცული 3-მეტრიანი დაშორება, დამონტაჟებული იყო ნაკლები რაოდენობის
ბოძები და ორი კუტიკარის ნაცვლად მხოლოდ ერთი იყო მოწყობილი.
ტერიტორია არ იყო სათანადოდ მოსწორებული და დატკეპნილი.
ამასთან, პროექტი დასრულდა ვადაგადაცილებით — 12 დღით გვიან.
საბოლოოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 31 104.41 ლარი
შეადგინა, რაც ხელშეკრულების 91%-ია და აღნიშნული თანხა მიმწოდებელს
უკვე გადახდილი აქვს.
ქარელის მერიის ცნობით, დარღვევების გამო, კომპანიას პირგასამტეხლოს
სახით დაეკისრა 2 107.99 ლარის გადახდა.
სტატიის გამოყენების პირობები