ოსური მედიის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა ცხინვალი -
წინაგარის გზა. ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის,
ძუკაანთკარისა და ღდულეთის მოსახლეობა.
ყველა ზემოთჩამოთვლილი სოფელი გამყოფ ხაზთან, საქართველოს ცენტრალურ
ავტომაგისტრალიდან, სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით
მდებარეობს.
,,საპა მედია'' წერს, რომ უახლოეს პერიოდში, წვიმების გამო,
გადაადგილება შესაძლოა საერთოდ შეუძლებელი გახდეს.
,,დაზიანებები არა მარტო ერთ კონკრეტულ ადგილზე, არამედ გზის მთელ
მონაკვეთზე ფიქსირდება. გზით ყოველდღიურად გადაადგილდებიან როგორც
კერძო მანქანებით, ასევე ავტობუსით.'' - აღნიშნულია მასალაში.
სტატიის გამოყენების პირობები