კომპანია ურბან
რეგიონი - ქალაქ გორში ახორციელებს
დეველოპერულ საქმიანობას. მისი მიმდინარე პროექტია ,,პანორამა გორი“
რომელიც დაიწყო 2024 წლის დეკემბერში და სრულდება 2027 წლის ივლისში.
პროექტი მოიცავს 9 სართულიან მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს, სადაც
განთავსებულია 84 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი. მშენებლობა
დაწყების დღიდან ინტენსიურად მიმდინარეობს შეფერხების გარეშე, ამ
ეტაპზე ვასრულებთ ბოლო მე-9 სართულის გადახურვის ფილის არმირების
სამუშაოებს.
გარემო სივრცე,
რეკრეაცია - საცხოვრებელი კორპუსი განთავსებულია 3100
კვ.მ ტერიტორიაზე, საიდანაც 2300 კვ.მ დათმობილი აქვს რეკრეაციულ
ზონასა და 55 უფასო ავტოსადგომს. პროექტი მოიცავს ასევე საცხოვრებელი
კორპუსის მინუს სართულზე 15 დახურულ ავტოსადგომს. საერთო ჯამში
ავტოსადგომები აკმაყოფილებს მაცხოვრებელთა 85%, რაც დღევანდელ
მოცემულობაში მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
მდებარეობა -
პანორამა გორი მდებარეობს ქალაქ გორში ერთ-ერთ გამორჩეულ ლოკაციაზე.
გორი მოლიდან 200 მეტრში, მდინარე მეჯუდას მარჯვენა სანაპიროზე.
საცხოვრებელი ბინებიდან იშლება ხედები ქალაქის ცენტრზე, გორის ციხეზე,
გორიჯვარზე, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონზე, რაც მის მიმზიდველობას
საკმაოდ ზრდის.
ხარისხი -
კომპანიისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია სამშენებლო მასალების
ხარისხი. ამ მიზნით ძირითადი სამშენებლო მასალები მოწმდება
აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ, რაც უზრუნველყოფს მის ხარისხსა
და გამძლეობას.
ენერგოეფექტურობა - ჩვენ
ასევე ვიზრუნეთ რომ საცხოვრებელი კორპუსი იყოს თანამედროვე
სტანდარტებით გათვალისწინებული ენერგოეფექტური. საცხოვრებელ კორპუსში
ჩაყენებული იქნება მაღალი ხარისხის ხუთკამერიანი მეტალოპლასტმასის
კარ-ფანჯარა, ხოლო ფასადზე გამოყენებული იქნება დათბუნების
საშუალებები, რაც მის ენეგოეფუქტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის, ხოლო
ეს ყველაფერი მომავალში აისახება ჩვენი მობინადრეების შედარებით
შემცირებულ კომუნალურ გადასახადებში.
გაყიდვები -
ქალაქ გორის მასშტაბებიდან გამომდინარე ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება
მოსახლეობაში. მიუხედავად იმისა რომ ურბან რეგიონი დიდი ხნის შემოსული
არ არის დეველოპერულ ბიზნესში, ჩვენ უკვე მოვიპოვეთ ნდობა
დაინტერესებულ მყიდველებში, ჩვენი გამორჩეული მიდგომებით და
უპირატესობებით, ეს კი პირდაპირ აისახება გაყიდვების მაჩვენებელზე. ამ
ეტაპზე პროექტში რეალიზებულია ბინების 75 % პროცენტი, რაც კარგი
მაჩვენებელია.
პროექტ ,,პანორამა გორში“ ბინების შემძენთა უმრავლესობა გორის
მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია. თბილისისა და ბათუმისგან
განსხვავებით, სხვა რეგიონის ან სხვა ქვეყნის მოქალაქეები არ არიან
დაინტერესებულები ქალაქ გორში უძრავი ქონების შეძენით, ესეც ერთგვარი
თავისებურებაა. გაყიდული ბინების 35 % ძირითადად ევროპის კავშირის
ქვეყნებში, აშშ-ში და ისრაელში ემიგრაციაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს
აქვთ შეძენილი. ასევე ჩვენი ინფორმაციით ემგრანტების მიერ შეძენების
ანალოგიური მაჩვენებელია სხვა დეველოპერულ პროექტებში.
პროექტ ,,პანორამა გორში“ ერთი კვადრატული მეტრი ბინის ფასი მერყეობს
760 $ დან 900 $ მდე, კონდიციისა და გადახდის პირობების მიხედვით.
სტატიის გამოყენების პირობები