კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში [ყარაღაჯი]
მოსახლეობას სასმელი წყალი უკვე მეხუთე დღეა არ მიეწოდება.
ხუთი დღის წინ სოფლის ადმინისტრაციის სპეციალისტმა სოციალურ
ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომ დაზიანების აღმოფხვრა ერთ დღეში
მოხდებოდა და წყალმომარაგებაც იმავე დღეს აღდგებოდა, თუმცა მას შემდეგ
5 დღე გავიდა.
მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა განმარტებას ითხოვს, თუ
რატომ არ მიეწოდებათ წყალი, თუმცა მათი თქმით, კონკრეტულ პასუხს ვერ
იღებენ.
„რამე სიახლეა წყალზე? ხან დენია პრობლემა, ხან გაზი, ახლა
წყალი... რომელ საუკუნეში ვართ? ყოველთვის ამ სოფელშია პრობლემა...“ -
აცხადებენ მცხოვრებლები.
„ქართლის ამბები“
მიზეზების გასარკვევად სოფლის წარმომადგენელს, ვაჟა ჭაღიაშვილს
დაუკავშირდა. მისი განმარტებით, სისტემაში ავარია იყო, თუმცა
დაზიანება უკვე აღმოფხვრილია და წყალი გზაშია:
„ავარია იყო. როგორ
აგიხსნათ, როგორი ავარია იყო... წყალი მოდის უკვე, 13-კილომეტრიანი
მილია და აქამდე ხომ უნდა მოსვლა. ნელ-ნელა ივსება უკვე ავზი,“ -
აცხადებს ვაჟა ჭაღიაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები