ახალი ამბები
ხაშურში ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ხაშურში ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული ქურდობის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

,,ბრალდებულმა, გვიან ღამით უკანონოდ შეაღწია ქალაქ ხაშურში მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მობილურ ტელეფონებს, ლეპტოპს, სხვა ელექტრომოწყობილობებსა და სალაროში არსებულ თანხას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ ნაქურდალი ნივთები სრულადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები