გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, გორში,
სტუდენტური დღეები საზეიმოდ გაიხსნა.
,,მომავალი ორი კვირის განმავლობაში საუნივერსიტეტო სივრცე
მრავალფეროვან სპორტულ, გასართობ და ინტელექტუალურ აქტივობებს
დაეთმობა, რაც სტუდენტებს საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების
წარმოჩენის შანსს მისცემს,'' - აღნიშნულია ადმინისტრაციის
განცხადებაში.
პარალელურად, დედაქალაქში ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების
ორგანიზებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების
დასახმარებლად 21 მაისიდან მარათონი მიმდინარეობს. მარათონს ამ ეტაპზე
მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტი შეუერთდა. ილიაუნის უნივერსიტეტის
სტუდენტების წყალობით, უკვე მლნ ლარზე მეტი თანხა
შეგროვდა.
სტატიის გამოყენების პირობები