ლიახვში დაკარგული რუსი რეჟისორის მოსაძებნად ცხინვალში
დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, მაშველებთან
ერთად, სამძებრო სამუშაოებში შს სამინისტროს 100 თანამშრომელი
ჩაერთო.
მესამე დღეა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მდინარეში 52 წლის
ქალს ეძებენ. რუსეთის მოქალაქე, 21 მაისს, ჯავის რაიონის სოფელ
ზღუბირში, საცალფეხო ხიდიდან დიდ ლიახვში ჩავარდა. რეჟისორი,
კოლეგებთან ერთად, დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა.
გადამღები ჯგუფის წევრები ოსი მეომრების შესახებ ფილმს იღებდნენ,
რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ და დაიღუპნენ. შემთხვევა კი მაშინ
მოხდა, როდესაც ფილმის გადაღება არ მიმდინარეობდა.
რუსული მედიის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში დახმარება
საქართველოს ხელისუფლებასაც სთხოვეს. მათი ცნობით, ქართული მხარე
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძებნის. ლიახვი მტკვარს გორთან
უერთდება.
სტატიის გამოყენების პირობები