ახალი ამბები
ოკუპირებულ ჯავის რაიონში ქალი მდინარეში გადავარდა
რუსული მედიის ცნობით, დაკარგულია რუსეთის მოქალაქე, გამოცემა ,,საპას'' ცნობით, დაკარგული ადამიანის მოსაძებნად დახმარება საქართველოს ხელისუფლებასაც სთხოვეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის განმარტებით, შემთხვევა ჯავის რაიონის სოფელ ზღუბირის ტერიტორიაზე მოხდა. სამძებრო სამუშაოებში 100-მდე მაშველია ჩართული.

გამოცემა ,,საპა'' წერს, რომ თავდაპირველად მდინარეში საცალფეხო ხიდიდან ორი ადამიანი გადავარდა. მამაკაცი გადარჩა, 52 წლის ქალი კი დინებამ გაიტაცა.

რუსეთის მოქალაქეები ჯავის რაიონში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩავიდნენ. რუსული მედია აღნიშნავს, რომ გადამღები ჯგუფი, უკრაინაში დაღუპული მეომრების შესახებ, დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იმყოფებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები