მამაკაცი, რომელიც ქუთაისში, მომსახურების სააგენტოში,
ცუდად გახდა და გარდაიცვალა, ქარელის მუნიციპალიტეტიდან
იყო.
გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ,,ინფო იმერეთმა''
გაავრცელა. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 57 წლის ასაკის მამაკაცი
მართვის მოწმობის ასაღებად იყო მისული.
როგორც ,,ქართლის ამბებმა'' გაარკვია, მამაკაცი შეუძლოდ
გახდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალების საგამოცდო მოედანზე
პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობისას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ბრიგადამ ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც
გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გულის
შეტევა სახელდება.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
სტატიის გამოყენების პირობები