გორის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული
ჭაბურღილები წყლის მაღალი მინერალიზაციით ხასიათდება.
კერძოდ, წყალმომარაგების და წყალარინების სამსახურის
განმარტებით, სასმელი წყალი მარილიანია და ქვიშიანი, რისთვის გამძლე
ტუმბოები სჭირდებათ. გამძლე ტუმბოებს კი, მათი ცნობით, იტალიიდან
ჩამოატანინებენ.
სამსახურის განცხადებით, ქვიშიანი და მარილიანი წყალი
ტუმბოს დეტალების აბრაზიულ ცვეთასა და კოროზიას იწვევს, რის გამოც
უფრო გამძლე მასალების გამოყენება აუცილებელია.
,,ასეთ პირობებში ჩვეულებრივი ფოლადის დეტალები სწრაფად
ზიანდება, ამიტომ ტუმბოების ძირითადი ნაწილები უჟანგავი ფოლადისგან
უნდა იყოს დამზადებული, ხოლო საკისრები - ქრომის ოქსიდის დამცავი
ფენით დაფარული, რაც ქვიშის მიმართ მდგრადობას ზრდის.'' - აღნიშნავენ
სამსახურში.
ამ მიზეზით წყალარინებისა და წყალმომარაგების სამსახურმა
ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობები კი კომპანია ,,ახალი ქართული
ბიზნეს ჯგუფისთვის'' მიუღებელია:
,,ტექნიკური მოთხოვნები ისეა დაწერილი, თითქოს კონკრეტულ
ბრენდზე („Pedrollo“) ყოფილიყო მორგებული. თუ 5 დღეში ნიმუშს ითხოვ,
ესე იგი პროდუქტი უკვე საწყობში უნდა გედოს; მაშინ 45-დღიანი
მიწოდების ვადას აზრი ეკარგება.'' - აღნიშნულია კომპანის
საჩივარში.
შესყიდვების სააგენტო განმარტავს, რომ გორის მერიამ ვერ
დაასაბუთა, რატომ არის ეს კომბინაცია აუცილებელი და პროპორციული.
შესაბამისად, კომისიამ ხელახლა უნდა იმსჯელოს ამ
საკითხზე.
სტატიის გამოყენების პირობები