კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ავარიის შედეგად
მამაკაცი დაიღუპა.
შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით,
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი ამობრუნდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით
მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს,
რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სტატიის გამოყენების პირობები