დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორებს დაზარალებულ
პაპუნა ლოცულაშვილის მხრიდან ქვის სროლის ფაქტი საერთოდ არ
უხსენებიათ.
შესავალ სიტყვაში პროკურორმა ნინო ზურაბიშვილმა განაცხადა,
რომ დაზარალებულ აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილს შელაპარაკება მოუვიდა
სამ პოლიციელთან, რომლებიც იყვნენ მართლწესრიგის დაცვის
ოფიცრები.
ესენი არიან: ვლადიმერ გოდერძიშვილი, საბა წაველიძე და
საბა მეტრეველი.
შელაპარაკების შემდეგ, მართლწესრიგის დაცვის ოფიცრებმა
პატრული გამოიძახეს, შემდეგ კი ადგილზე გორის შს სამმართველოს
განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ. პროკურორის განცხადებით,
პოლიციელებმა 2 მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადეს.
ნინო ზურაბიშვილმა პროცესზე აღნიშნა, რომ აუცილებელია
დაკავებულების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, რადგან მათი მეგობრობიდან
და თანამშრომლობიდან გამომდინარე, შესაძლოა ხელი შეეშალოს
გამოძიებას.
შეგახსენებთ, გორში, 27 მაისს, ორი მოქალაქე პაპუნა
ლოცულაშვილი და ლაშა აბისონაშვილი პოლიციელებმა სცემეს. დაკავებულია 6
პოლიციელი. მათ შორის - ის ორი ის პოლიციელი, ვინც შელაპარაკებაში
მონაწილეობდა.
მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის
შეუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა
მიუსაჯა.
სტატიის გამოყენების პირობები