ახალი ამბები
ექვსივე ბრალდებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გორის სასამართლოში ბრალდებული პოლიციელების: გიორგი წკრიალაშვილის, ვლადიმერ გოდერძიშვილის, საბა წაველიძის, ალეკო ბადალოვის, ვანიკო მისირელის და ბესო მალაციძის აღკვეთის ღონისძიების საკითხს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი განიხილავს.

განხილვაზე უარი თქვა მოსამართლე ლევან დარბაიძემ. როგორც მისმა თანაშემწემ ,,ქართლის ამბებს" განუცხადა, ერთ-ერთი ბრალდებული ლევან დარბაიძის ნათესავია და აცილება მოითხოვა.

ექვსივე ბრალდებულ პოლიციელს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

პროცესს ბრალდებულები არ ესწრებოდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები