ექიმ მანანა ლობჟანიძის განცხადებით, პოლიციელების მიერ
ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა, ბინაზე გაწერის შემდეგ, გონება დაკარგა
ტკივილების გამო. პაპუნას ძმა, გიგლა ლოცულაშვილი ამბობს, რომ მის
ძმას ტკივილები აღენიშნებოდა თავის, ტანის, ხელის და ფეხის
არეში:
„იმყოფებოდა ვივამედის კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა
კვლევები, მაგრამ პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარში დარჩენაზე,
გამოეწერა ბინაზე.'' - განმარტავს ექიმი და იქვე აღნიშნავს, რომ
პაპუნა ლოცულაშვილის მდგომარეობა შედარებით გაუარესდა ბინაზე ყოფნის
დროს:
ბინაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა,
აღენიშნა გულისრევა, ჰქონდა თავის ტკივილი, რის გამოც გამოძახებულმა
სასწრაფომ პაციენტი შემოიყვანა ჩვენს კლინიკაში.
გონების კარგვის მომენტი იყო. ტკივილებმა გამოიწვია მისი
ეს მდგომარეობა. ახლა ჩვენთან უტარდება კვლევები და კვლევებიდან
გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას პაციენტი მოთავსდება
სტაციონარში თუ გაეწერება ბინაზე,“ - ექიმის კომენტარს საზოგადოებრივი
მაუწყებელი ავრცელებს.
„ღამის დაახლოებით 12 თუ 1-სკენ მოხდა, მანამდე გული
წაუვიდა, მერე ისევ დაკარგა გონება. მიზეზი, როგორც ექიმები ამბობენ,
ტკივილები და სისუსტე იყო და გადავიყვანეთ კლინიკაში.
სანამ სასწრაფოს გამოვიძახებდით, საპირფარეშოშიც შეუძლოდ
გახდა, წაბარბაცდა, ისევ დავაწვინეთ, მერე ორი თუ სამი საათის შემდეგ
ისევ შეუძლოდ გახდა. ექიმი როგორც ამბობს, ეს ტკივილების ბრალი
იყო.
ტკივილები - თავის, ტანის, ხელის, ფეხის არეში ჰქონდა.
იძახდა ძალიან მტკივაო, გამაყუჩებლებსაც ვაძლევდით, სასწრაფოც რომ
მოვიდა გამაყუჩებელი გაუკეთა“, - ამბობს „ტვ პირველთან“ საუბარში
პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ძმა.
სტატიის გამოყენების პირობები