ახალი ამბები
პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
კლინიკა ,,ვივამედის'' ექიმი ლალი ცირეკიძე ,,ფორმულასთან'' საუბარში აცხადებს, რომ გორში პოლიციელების მიერ ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილს დაუდგინდა გულმკერდზე ნეკნის მოტეხილობა და სხივ-მაჯის ღრძობა.

„შემოყვანისას პაციენტს აღენიშნებოდა ტკივილი კისრის მიდამოში და თავის არეში, ასევე, ზოგადი დაჟეჟილობის კლინიკური სურათი. დავუდგინეთ, რომ პაციენტს აქვს თავის ზედაპირული ტრავმა, გულმკერდზე, მარჯვნივ, მეორე ნეკნის მოტეხილობა და მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის დაჟეჟილობა და ღრძობა“, - აცხადებს ექიმი.
პაპუნა ლოცულაშვილი კლინიკაში შუაღამეს მას შემდეგ მიიყვანეს, რაც ის გორში, შიდა ქართლის პროკურატურაში დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა. ლალი ცირეკიძე აღნიშნავს, რომ შეყვანინსას პაციენტს ტკივილები ჰქონდა კისრისა და თავის არეში.

პროკურატურამ პაპუნა ლოცულაშვილისა და მისი მეგობრის, ლაშა აბისონაშვილის ცემის ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა. ადვოკატები აცხადებენ, რომ ცემაში უფრო მეტი პოლიციელი მონაწილეობდა, ხოლო გამოძიება წამების მუხლით უნდა გაგრძელდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები