ახალი ამბები
გორში ,,ლონდონის საათი" მოიხსნა
გორში, სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დეკორატიული, ე.წ. ,,ლონდონის საათი" მოხსნეს.

მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილზე საათის დაბრუნება აღარ იგეგმება.

მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის განმარტებით, სამხატვრო სკოლასთან არსებული წრიული მოძრაობის მონაკვეთი არასაკმარისად იყო განათებული, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე განათების სისტემის მოწყობა გადაწყდა.

დეკორატიული საათები გორში 2007 წელს ქალაქის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე დაიდგა. აღნიშნული საათები ქალაქს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადასცა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები