გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში პოლიციის თანამშრომელი
გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ,,ქართლის ამბებს" მერის წარმომადგენელმა შოთა
ვანიშვილმა განუცხადა, ცხედრის პოვნის შესახებ დღეს დილით
აცნობეს.
,,დღეს დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ გარდაცვლილი
ნახეს. ჩვენი სოფლის მცხოვრები არ იყო. პოლიციის საგუშაგოზე მუშაობდა
ჩვენს სოფელში. ვინ არის გარდაცვლილი, არ ვიცი."- გვითხრა მერის
წარმომადგენელმა.
გორის შს სამმართველოს თანამშრომელი გუშინ გაუჩინარდა.
სამძებრო სამუშაოები გუშინ საღამოდან დაიწყო. ,,ქართლის ამბების"
ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ტანასთან ახლოს, ერთ-ერთ ბაღში
ნახეს.
შსს და პრიკურატურის განცხადებით გამოძიება 115-ე
[თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით] მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები