ხაშურში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტზე
დასაქმებული პირები კვლავ გაიფიცნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს წევრი ,,გირჩიდან"
ზაზა მეხრიშვილი ავრცელებს. იგი გაფიცულებს შეხვდა, რომლებმაც
განუცხადეს, რომ უკვე მესამე თვეა ხელფასი არ აუღიათ.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლებს
ხელმძღვანელობამ განუცხადა, რომ თანხები დამკვეთისგან ანუ
წყალმომარაგების კომპანიიდან ჩარიცხული არაა.
განსაკუთრებით
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ პროექტთან დაკავშირებით არაერთი დაპირება
გაიცა. საუბარი იყო საკითხის სწრაფ მოგვარებაზე, ადგილზე იმყოფებოდა
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეც, თუმცა პრობლემა დღემდე
მოუგვარებელია. ხაშურში შექმნილი მდგომარეობა ნათლად აჩვენებს, რომ
ქალაქი ყურადღებისა და რეაგირების გარეშეა დარჩენილი.
მოსახლეობა,
დასაქმებულები და ადგილობრივი ბიზნესი უკვე წლებია ამ პროექტის
შედეგებს და მის გაჭიანურებას ეჯახებიან."- აღნიშნავს ზაზა
მეხრიშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები