ახალი ამბები
გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს
საქართველოს პარლამენტის ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences) ნამდვილ წევრად — აკადემიკოსად აირჩიეს.

აზიის მეცნიერებათა აკადემია სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომლის სათავო ოფისი ჰონგ-კონგში (ჩინეთი) მდებარეობს და დაფუძნდა 2024 წელს.

გიორგი სოსიაშვილის აკადემიკოსად არჩევას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი გამოეხმაურა და მას მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მიულოცა.

„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების სახელით გულითადად ვულოცავთ პროფესორ გიორგი სოსიაშვილს აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიან წევრად, აკადემიკოსად არჩევას.

ეს გამორჩეული აღიარება წარმოადგენს პროფესორ გიორგი სოსიაშვილის მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მაღალ შეფასებას საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების მხრიდან.

გვჯერა, რომ მისი საქმიანობა აზიის მეცნიერებათა აკადემიის ფარგლებში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალი კვლევითი ინიციატივების განხორციელებასა და ქართული მეცნიერების ღირსეულ წარმოჩენას მსოფლიო აკადემიურ საზოგადოებაში.

ვუსურვებთ ბატონ გიორგი სოსიაშვილს ჯანმრთელობას, წარმატებას, ახალ სამეცნიერო აღმოჩენებსა და კიდევ მრავალ მნიშვნელოვან მიღწევას სამშობლოსა და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების სამსახურში“, — აღნიშნულია ალექსანდრე მღებრიშვილის მისალოც განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები