ახალი ამბები
მტაცებლების თავდასხმის შემთხვევები ქარელში
ქარელის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ირინა ფარეხელაშვილის ცნობით, ქარელში, დათვის გარდა, ადამიანი დაკბინა მგლის ლეკვმა.

ამის შესახებ ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ქარელის საკრებულოს სზდომაზე ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

როგორც მან ,,ქართლის ამბებს" დამატებით აცნობა, ერთ-ერთ მოქალაქეს მგლის ნაშიერი სახლში ჰყავდა. დაკბენის შემდეგ მოქალაქეს ჩაუტარდა აცრა, ხოლო ცხოველი ბუნებრივ გარემოს დაუბრუნეს.

ირინა ფარეხელაშვილის განცხადებით, კიდევ ერთი მონადირე დაკბინა მაჩვმა.

რაც შეეხება დათვისგან დაკბენის ფაქტს, როგორც ,,ქართლის ამბები" წერდა, ინფორმაცია ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა.ცენტრის ხელმძღვანელის, ირინა ფარეხელაშვილის განცხადებით, დათვისგან დაკბენის შემთხვევა შატბერდის მონასტერში დაფიქსირდა. მისი ცნობით, დათვმა დაკბინა მონასტერში მისული ორი მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები