ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში
ბრალდებული ზურაბ ბურდული გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა
განუსაზღვრა.
განცხადებას პროკურატურა ავრცელებს:
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით
დადასტურდა, რომ 2025 წლის 25 სექტემბერს კასპში ბრალდებულმა ყოფილ
მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და
ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად 2
ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - ნათქვამია
განცხადებაში.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით
(განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და
მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ,
განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.
სტატიის გამოყენების პირობები