სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის
დროს ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამების საქმეებზე,
დამნაშავედ ცნო.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება
დღეს 2026 წლის 23 ივნისს გამოაცხადა.
ევროპულ სასამართლოში სარჩელი წარდგენილი ჰქონდა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“
სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) და მე-3
მუხლის (წამების აკრძალვა) როგორც მატერიალური, ისე პროცედურული
ნაწილების დარღვევა. ასევე დაადგინა, რომ რუსეთს არ ჩაუტარებია
ეფექტიანი გამოძიება სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამების
ფაქტებზე.
სტატიის გამოყენების პირობები