ახალი ამბები
აბიტურიენტები შიდა ქართლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
შიდა ქართლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 588 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

ინფორმაცია ამის შესახებ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა „ქართლის ამბებს“ მიაწოდა.

„2026 წელს ორგანიზებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შიდა ქართლის რეგიონიდან დარეგისტრირდა 2 588 აბიტურიენტი“, – აღნიშნულია ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში 2 და 3 ივლისს ჩააბარებენ.

შიდა ქართლში საგამოცდო ცენტრი გორში, №3 საჯარო სკოლაში განთავსდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები