ახალი ამბები
კასპში სასწრაფომ პაციენტის სახლს ვერ მიაგნო
კასპში სამისამართო აბრების დამონტაჟებას ითხოვენ. ადგილობრივი მცხოვრებლების მტკიცებით, ერთ-ერთ გამოძახებაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადას დანიშნულების ადგილის მიგნებაც კი გაუჭირდა:

,,კინაღამ დაიღუპა კაცი" - დაწერა მოქალაქემ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად საჭიროა კონკრეტული პაციენტის ვინაობის დასახელება.

ასევე, განმარტავენ, რომ დაგვიანების შესახებ ჩივილით ცენტრისთვის არავის მიუმართავს. ასევე აღნიშნავენ, რომ ადგილობრივ ბრიგადებს, ნებისმიერ ქალაქში, აბრების არქონის მიუხედავად, გამოძახებებზე მიგნება არ გაუჭირდება.

რაც შეეხება აბრებს, მოქალაქეები ეძებენ ისეთ ობიექტებს, სადაც აბრებს საკუთარი ხარჯებით დაუმზადებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები